Monday, 16 July 2018

მიხეილ ბატიაშვილი: ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა უნიკალური შესაძლებლობაა, რომ ქართული კულტურა საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩნდეს

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, კულტურის ხელშეწყობისა და განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რომელსაც უდიდესი ყურადღება მიექცევა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
მისი თქმით, 2018 წელი მნიშვნელოვანი წელია, ვინაიდან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება, რაც ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, ქართული კულტურა საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩნდეს.
მიხეილ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობა არ უნდა იყოს ერთჯერი მოვლენა და კულტურის სფეროს შემდგომი განვითარებისთვის სხვადასხვა პროექტის სახით მას გაგრძელება უნდა მოჰყვეს.
მონისტობის კანდიდატის თქმით, გაგრძელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. მან განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ახლადრებილიტირებული სამხატვრო აკადემიის გახსნას, სადაც ახალი სასწავლო წლიდან, სტუდენტები თანამედროვე გარემოში ისწავლიან.
მიხეილ ბატიაშვილმა განათლებისა და კულტურის სფეროების გაერთიანების პოზიტიურ მაგალითად სახელოვნებო სკოლების საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება დაასახელა. მისი თქმით, სამინისტრო იზრუნებს სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

No comments:

Post a Comment