ტრენინგის რეფლექსიები
I დღე - 30 მარტი
დღევანდელ დღეს გავეცანი ინტელის ტრენინგის შინაარსს, განვიხილეთ ტექნიკური ინსტრუმენტები, ვიმსჯელეთ სხვადასხვა ეფექტიან სტრატეგიებზე, განვსაზღვრეთ მოლოდინები, ვისაუბრეთ ტესტზე, განვიხილეთ მისი მახასიათებლები, კერძოდ, ტესტი როგორც ცოდნის შემოწმების საშუალება, ასევე ვიმუშავეთ edmodo-ს პროგრამაში.
II დღე - 31 მარტი
ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის მასალის განმეორებით, ვიმუშავეთ google drive , ვიმსჯელეთ პროექტის შინაარსობრივ მხარეზე , ზოგადად. ვიმსჯელეთ მეთოდებზე რომლითაც შესაძლებელია მოსწავლეების პროექტისათვის მზაობის განსაზღვრა კითხვარის საშუალებით, ასევე განვიხილეთ ბლოგები და ვიმუშავეთ ბლოგებში.
III დღე - 6 აპრილი
გავიხსენეთ წინა შეხვედრებზე განხილული თემები. განვიხილეთ საგნობრივი სტანდარტები, ვიმსჯელეთ პროექტის იდეების შესახებ, ვისაუბრეთ პროექტის კითხვებზე : ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. გუგლ დრაივში შევქმენით პროექტის პორტფოლიო შესაბამისი საქაღალდეებით. ვისაუბრეთ პროექტის ფასილიტაციაზე, განვიხილეთ პროექტის მაგალითი და მოვარგეთ საკუთარ საგნობრივ მიმართულებებს.
IV დღე -7 აპრილი
განვიხილეთ პროექტების პორტფოლიოს მაგალითები, ვისაუბრეთ განმავითარებელ შეფასებაზე, ვიმუშავეთ ბლოგებში და მიღებული ცოდნის დახმარებით გამოვასწორე ჩემი ბლოგის ხარვეზები.
Vდღე- 13 აპრილი
განვიხილეთ პროექტის ძირითადი ეტაპები და პროექტის შესავალი პრეზენტაცია, ვიმსჯელეთ თუ როგორ ავიდეთ შინაარსობრივი კითხვებიდან ტემატურ კითხვებზე და თემატური კითხვებიდან ზოგადზე, რა სიტყვების გამოყენებაა სასურველი კითხვების ჩამოყალიბებისას. მოვამზადეთ სესავალი პრეზენტაცია.
VI დღე -14 აპრილი
ვიმსჯელეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე და ვისაუბრეთ კონკრეტულად იმ სიტყვებეზე და ფრაზებზე რომლებიც თავის თავში მოიცავს იმ უნარებს რომელსაც მოითხოვს 21-ე საუკუნის უნარების განვითარება. ვისაუბრეთ შეფასების აუცილებლობაზე პროექტის დროს და შეფასების ინსტრუმენტებზე როგორც განმავითარებელ ისე განმსაზღვრელ შეფასებაზე. ვიმჯელეთ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სასწავლო პროექტის მიზნები.
VII დღე -20 აპრილი
დღეს ვიმუშავეთ ბლოგში სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებაზე, ბმულების დაკავშირებაზე ბლოგთან. განვიხილეთ მსმენელების სასწავლო პროექტის შაბლონები.
VIII დღე - 4 მაისი
დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონის გარშემო და განვიხილეთ პროექტის მიზნები. ასევე განვიხილეთ გუგლ ფორმი როგორც ტექნიკური ინსტრუმენტი. ვნახეთ ბლოგერის სხვადასხვა ტექნიკური ინსტრუმენეტები.
IX დღე- 5 მაისი
დღეს შევამოწმეთ პროექტის პორტფოლიო, ვისაუბრეთ შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენეტებზე და მოვახდინეთ ზოგიერთი ფორმის ადაპტირება საკუარი პროექტის საჭიროებებზე. განვიხილეთ უკვე შესრულებული მაგალითები.
No comments:
Post a Comment