პროექტები და ღონისძიებები

პროექტები და ღონისძიებები


  1. პროექტის სახელწოდება: ,,ლამაზი ეზო''
  2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: პროექტის მიზანია თბილისის 215 საკარო სკოლის ეზოს  დასუფთავება, კეთილმოწყობა, გამწვანება და გალამაზება.
  3. პროექტის აქტუალობა: იმისთვის, რომ თითოეული მოსწავლეს ჰქონდეს იმის შეგრძნება, რომ ის არის პიროვნება, რომელიც სწავლობს სკოლაში, სადაც მას აქვს საუკეთესო სასწავლო გარემო. სკოლა ვიზუალურად უნდა იყოს მიმზიდველი. ჩვენი სკოლა ნაკლებად მიმზიდველია, ამიტომ პრობლემა, რომელიც სკოლის წინაშე დგას, სკოლის ეზოს კეთილმოწყობა და გამწვანება თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლის  გამოწვევაა. თითოეული მოსწავლე უნდა ცდილობდეს საკუთარი წვლილის შეტანას სკოლის ეზოს კეთილმოწყობაში.
  4. პროექტის მიზნები: პროექტის უმთავრესი მიზანია 215 საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობა და გამწვანება. პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, პროექტი მიზნად ისახავს მიაღწიოს მოსწავლეთა ჩართულობას სასკოლი ცხოვრებაში, რათა მოსწავლეებმა თვითონ იზრუნონ, პედაგოგებთან ერთად სკოლის ვიზუალურ სახეზე.
  5. მონაწილეთა ასაკი: 10 -18 წელი
  6. ვადები/ხანგრძლივობა: 2019 წლის თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი.
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: სკოლის ეზოს დასუფთავება კეთილმოწყობა, გამწვანება ყვავილების გაზონები მოწყობა. ეზოს ზონებად დაყოფა, სათამაშო მოედნის მოწყობა უმცროსკლასელთათვის და სპორტული და დასასვენებელი ზონის მოწყობა უფროსკლასელთათვის , ეზოს ცენტრში შადრევანის გაკეთება. მოსწავლეთა დაინტერესება და ჩართულობის გაზრდა სკოლის შიდა ცხოვრების და სკოლის გარეგნული იერ- სახის ფორმირებაში. პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება მოსწავლეთა პასუხისმგებლობა სკოლის წინაშე.
    მოსწავლეები გაუფრთხილდებიან იმას რაც თავად შექმნეს.  პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება მოსწავლეთა პასუხისმგებლობა სკოლის წინასე. ყოველივე ამის თანამდევი შედეგი იქნება მოსწავლეთა სამოქალაქო აქტივობის ამაღლებ, რაც უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ყვავილების ნერგები, თესლები, ფოტოაპარატი, კომპიუტერი, პროექტორი, სამუშაო იარაღები, ადამიანისეული რესურსები,სამშენებლო მასალები(ქვიშა, ცემენტი). სკამები, მაგიდა, ჰამაკები.
  9. პროექტის მსვლელობა: პროექტის მონაწილეთა კორდინირება; სამუშაო ჯგუფების შექმნა; ჯგუფებისათვის სამუშაოს გადანაწილება- ეზოს დასუფთავება, ნერგების მოძიება; რესურსების მოძიება; მონიტორინგი. სამუშაოს დროული შესრულება.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ-სთან კავშირი: ი.ს.ტ. კავშირი-მოსწავლეები ამზადებენ პრეზენტაციას, ინტერნეტში მოიძიებენ სხვადასხვა საჭირო რესურსებს, ამზადებენ ფლაიერებს.ბიოლოგიასთან კავშირი- ამწვანებენ ეზოს და აკეთებენ  გაზონებს სხვადასხვა მცენარეებითა და ყვავილებით, ფიზიკურ აღზრდასთან კავშირი- აწყობენ სპორტულ კუთხეს. 
  11. პროექტის ხელმძღვანელი: ეკატერინე შავერდაშვილი
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ekaterineshaverdashvili1@gmail.com
  13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:ekaterineshaverdashvili.blospot.com

No comments:

Post a Comment